„ლეხმა“ უიღბლოდ დაიწყო – კვეკვესკირი სასტარტოში, წიტაიშვილი შეცვლაზე

0
35

პოლონეთის ჩემპიონმა პოზნანის „ლეხმა“, რომელშიც საქართველოს ნაკრების ორი ფეხბურთელი გამოდის, სეზონი მარცხით დაიწყო. პირველ ტურში პოზნანელებმა მიელეცის „სტალს“ უმასპინძლეს და 0:2 წააგეს.
სტუმრებიდან მე-14 წუთზე ანგრიში ვიაზლომ გახსნა, ხოლო 64-ე წუთზე მეტოქის კარი დომანსკიმ აიღო.
„ლეხის“ სასტარტოში საქართველოს ეროვნული გუნდის ვიცეკაპიტანი ნიკა კვეკვესკირი მოხვდა, რომელიც 63-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო გიორგი წიტაიშვილი თამაშში 74-ე წუთზე ჩაერთო.
შეგახსენებთ, რომ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ლეხი“ ბათუმის „დინამოს“ შეხვდება. პირველი თამაში 21 ივლისს პოლონეთში ჩატარდება, ხოლო საპასუხო შეხვედრა 28 ივლისს საქართველოში შედგება.