„სლოვანის“ ცუდი სტარტი – ქართველებიდან მხოლოდ ჩაკვეტაძემ ითამაშა

0
64

ბრატისლავას „სლოვანისთვის“, სადაც სამი ქართველი ფეხბურთელი გამოდის, სლოვაკეთის ჩემპიონატის პირველ ტურში მოულოდნელად სტუმრად „პოდბერეზოვასთან“ დამარცხდა – 1:2.
მასპინძლები მე-16 წუთზე დატკომ დააწინაურა, ხოლო გოდალმა 47-ე წუთზე მეტოქის კარი მეორედ აიღო. სლოვაკეთის მოქმედმა ჩემპიონიდან ერთადერთი გოლი 84-ე წუთზე ჰოლმანმა გაიტანა, რომელმაც პენალტი გამოიყენა.
ქართველებიდან „სლოვანში“ მხოლოდ გიორგი ჩაკვეტაძემ ითამაშა, რომელიც მოედანზე 36-ე წუთზე შევიდა. საქართველოს ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია თადარიგში იყო, ხოლო ჯაბა კანკავა განაცხადში ვერ მოხვდა.
მატჩის შემდეგ ბრატისლველთა თავკაცი ვლადიმირ ვაისი პრესკონფერენციაზე არ გამოცხადდა, რაც სლოვაკურ პრესაში იმით ახსნეს, რომ მარცხი ძალიან განიცადა.