„ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის მიაჩნია, რომ ხვიჩა კვარაცხელია სწორედ ი ფეხბურთელია, რომელიც ლორენცო ინსინიეს შეცვლის.
მან ამის შესახებ „ნაპოლის“ მიერ „ანაუნიასთან“ 10:0 მოგებული ამხანაგური მატჩის მერე განაცხადა, რომელშიც საქართველოს ნაკრების გარემარბმა დუბლი შეასრულა და საგოლე პასი მიითვალა.
„კვარა ის მოთამაშეა, რომელიც ყოველთვი პოულობს თავისუფალ ადგილს. მას მოძრაობა როგორც მარჯვნივ, ასევე მარცხნივ შეუძლია. იცის თავისი მოქმედება როგორ დაასრულოს. იგი საუცხოო მოთამაშეა, სწორედ ისეთი რომელსაც ინსინიეს შეცვლა სრულფასოვნად შეუძლია. მისი მოსვლით კლუბმა თავდასხმაში ფლანგის პრობლემა მოაგვარა“ – ციტირებს სპალეტის ნეაპოლელთა პრესსამსახური.
მთავარი ნიუსი სპალეტი: „კვარაცხელიას ინსინიეს შეცვლა სრულფასოვნად შეუძლია“