ოქრიაშვილი სამხრეთ კორეაში ითამაშებს

0
32

თორნიკე ოქრიაშვილი კარიერას სამხრეთ კორეის ჩემპიონატში განაგრძობს. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა კონტრაქტი „ჩონბუკ ჰიუნდაისთან“ გააფორმა, რის შესახებ კლუბის პრესსამსხური იუწყება.
30 წლის ფეხბურთელმა გასული სეზონი კვიპროსის აპოელში გაატარა, სადაც 24 მატჩში 3 გოლი გაიტანა. სეზონის დასრულების შემდეგ კვიპროსულმა კლუბმა და ოქრიაშვილმა კონტრაქტი გაწყვიტეს,
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ფეხბურთელი საზღვარგარეთ ასევე უკრაინის „მარიუპოლში“, „ჩერნომორეცში“, ბელგიის „გენკში“, თურქეთის „ესკიშეჰირში“, და რუსეთის „კრასნოდარში“თამაშობდა.
ოქრიაშვილის გარდა სამხრეთ კორეაში ვაკო ყაზაიშვილი თამაოებს, რომელიც მეორე სეზონია „ულსანში“ გამოდის.