ხვიჩა კვარაცხელია: „ნაპოლიში“ თამაში საუცხოო სტიმულია”

0
101

ხვიჩა კვარაცხელიას თქმით „ნაპოლიში“ იმიტომ არ გადავიდა, რომ ინსინიე შეცვალოს, არამედ, ეცდება თავისი მაღალი სათამაშო დონე აჩვენოს. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა ამის შესახებ საწვრთნელ ცენტრ დიმაროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
-თქვენთვის “ნაპოლიში” თამაში რამდენად დიდი სტიმულია?
-ჩემთვის „ნაპოლიში“ გადასვლა ძალიან დიდი სტიმული, რადგან ძალიან დიდი გუნდია. აქ იმისთვის მოვედი, რომ დიდი ფეხბურთი ვითამაშო. ინსინიე ძალიან დიდი ფეხბურთელია და გუნდის ლეგენდაა. არავის შესაცვლელად არ მოვსულვარ. მე მოვედი, რომ  ყველას ჩემი მაქსიმუმი ვაჩვენო.
– “ნაპოლი” რატომ აირჩიეთ?
-პირველ ყოვლისა, გუნდში ძალიან კარგი ფეხბურთელები და მწვრთნელი არიან. “ნაპოლი” ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობს. „ნაპოლის“ წინადადება ოფიციალურად როდესაც მივიღე, დიდი ხანი არ მიფიქრია, რომ “ნაპოლიში” გადავსულიყავი.
– ამ 7-დღიანი შეკრების შემდეგ ფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღე?
– ვფიქრობ სწორი გადაწყვეტილება მივიღე და ამას დროც გვაჩვენებს.
– ამ 7 დღემ რა ემოცია დაგოტოვა?
– პირველ ყოვლისა, ის ემოცია დამოტოვა, რომ ვხვდები გუნდში რამდენად დიდი ფეხბურთელები არიან. მეც ახალგაზრდა ვარ და უნდა ვისწავლო. ძალიან დიდი ემოცია მაქვს.
– სპალეტის შესახებ რას იტყვით?
-“ნაპოლიში” გადასვლამდე სპალეტი შეხვდი. ძალიან კარგი ადამიანი და მწვრთნელია. მისგან ბევრს ვსწავლობ და ვაპირებ კიდევ ბევრი ვისწავლო.
ფავორიტი ფეხბურთელი თუ გყავთ?
-კრიშტიანუ რონალდუ.
-მოედანზე თქვენი საყვარელი პოზიცია რომელია?
-მარცხენა გარემარბის პოზიციაზე თამაში მომწონს. თუმცა, ნებისმიერ პოზიცაზე თამაშთან დაკავშირებით პრობლემა არ მაქვს, რადგან მთავარია გუნდს დავეხმარო.
– იტალიური ენის სწავლას თუ აპირებთ?
– სწავლა უკვე დავიწყე და დიდი იმედია რამდენიმე თვეში საუბარს შევძლებ.
– იტალიურის სწავლას რა დროში მოახერხებ?
-ალბათ, 3-4 თვე დამჭირდება. თუმცა, ფეხბურთში რა სიტყვებიც მჭირდება ძალიან მარტივია და მალე ვისწავლი.
– რუსეთი მაშინ დატივეთ, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო. ყოფილ გუნდ “რუბინზე” რას ფიქრობთ?
-ვფიქრობ, ეს რთული საკითხია და უფრო პოლიტიკური კითხვაა. იმიტომ დავტოვე, რომ ასე იყო საჭირო და სათამაშოდ საქართველოში წავედი. მიმაჩნია, რომ ჩემი ქვეყნის გამო სწორი გადაწყვეტილება მივიღე.
-კარიერაში კიდევ უფრო წინსვლაზე თუ ფიქრობთ?
-რა თქმა უნდა, ყველა ფეხბურთელი მიღწეულით არ უნდა დაკმაყოფილდეს და საჭიროა წინ წავიდეს. მეც “ნაპოლიში” იმისთვის ვარ, რომ წინ წავიდე და როგორც ფეხბურთელი უფრო გავიზარდო.
– საქართველო პატარა ქვეყანაა და სათამაშოდ იტალიაში ჩამოხვედით. შეგიძლიათ ისეთი ფეხბურთელი გახდეთ, რომ საკუთარ ქვეყანასაც დაეხმაროთ?
– ვფიქრობ, როდესაც პატარა ქვეყნიდან ფეხბურთელი ასეთ გუნდში მიდის ქვეყნისთვის კარგია. რა თქმა უნდა, ეს გამოცდილებაა როგორც ჩემთვის, ასევე ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის საქართველოში და მათთვის დიდი მოტივაციაა, რათა მეტი იმუშავონ, ვინაიდან შესაძლებელია, რომ პატარა ქვეყნიდან დიდ ფეხბურთში წავიდნენ.
– წინ იტალიის ჩემპიონატი გელოდებათ და ამისთვის ემოციურად მზად ხართ?
– ჩემი აზრით მზად ვარ და ამას მოედანზე დავამტკიცებ.
– ძალიან მარტივ კითხვას დაგისვამთ – ბურთი დარტყმა იცით?
-დიახ.
ქალაქ ნეაპოლის შესახებ რა გითხრეს?
-მითხრეს, რომ ნეაპოლი ძალიან ლამაზი ქალაქია. როდესაც ჩამოვედი მართლაც საოცრება დამხვდა. ასეთი ლამაზი ქალაქი ჯერ არ მინახავს. მითხრეს, რომ ფანები ფეხბურთზე ძალიან შეყვარებულნი არიან. რიდესაც ქალაქში დავდიოდი ყველამ იცოდა, რომ “ნაპოლის” ფეხბურთელი ვიყავი.
შენი სახელი და გვარი ძალიან რთული წარმოსათქმელია. საინტერესო მაისურზე სხვა სახელს თი დაიწერ ან რამეს შეცვლი. იტალიის სერია A-ში თქვენს მიერ ჩასატარებელ პირველ სეზონში რამდენი გოლის გატანა გსურთ?
-ცოტა რთული სათქმელია. არ ვიცი რამდენი გოლის გატანა მინდა. მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ იმაზე მეტი გავიტანო რამდენიც საჭიროა. გვარს რაც შეეხება, მინდა, რომ მაისურზე ჩემი გვარი ეწეროს, თუმცა შეუძლიათ, რომ კვარა დამიძახონ.
77 ნომერი რატომ აირჩიეთ?
– 7 ჩემი საყვარელი ნომერია, მაგრამ მაისური ამ ნომრით დაკავებული იყო და ამიტომ ორჯერ 7 ნომერი ავირჩიე, რაც იმედია ორჯერ მეტ წარმატებას მომიტანს.
-“ნაპოლიში” როდესაც მოდიოდით ვისთან შეხვედრას და გაცნობას ელოდებოდით?
-არავის გამოვარჩევ, რადგან ყველა დიდი ფეხბურთელია. ყველას ნახვა მინდოდა და მაინტერესებდა მინდორზე რა შეეძლოთ.
-“ნაპოლის” ვიდრე აირჩევდით, მანამდე სხვა წინადადებები თუ გქონდათ?
-ბოლო პერიოდში ბევრი შემოთავაზება იყო. თუმცა, “ნაპოლიმ” როდესაც შეთავაზება გააკეთა, ეს ყველაზე რეალური იყო და მეც დიდი ხანი არ მიფიქრია.
გუნდში რთულ სიტუაციაში მოხვედი, რადგან “ნაპოლიმ” ინსინიე დაკარგა. თუ შეგიძლია გუნდს წინ გაუძღვე?
-ვწუხვართ, რადგან გუნდიდან ძალიან დიდი ფეხბურთელები წავიდნენ. თუმცა, გუნდში კარგი ფეხბურთელები არიან და ყველაფერს გააკეთებენ, რომ ჩემპიონატში მაქსიმალურ შედეგს მივაღწიოთ.
-შენი ამბიცია გუნდის მოგებაა თუ საკუთარი თავის წარმოჩენა?
– ჩემი აზრით მთავარი გუნდის მოგებაა. როდესაც გუნდი იგებს როგორც ფეხბურთელი აუცილებლად გაიზრდები.
-სხვა პოზიციაზე თამაში თუ გიფიქრიათ? შენთვის რომელი პოზიციაა უკეთესი?
-ვფიქრობ, სადაც ვთამაშობ ის ადგილია ჩემთვის საუკეთესო. თუმცა, გუნდს სადაც დაჭირდება იქ უნდა ვითამაშო, რადგან ფეხბურთელი ვარ და მწვრთნელის დავალება უნდა შევასრულო.
ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოში მარჯვენა ფლანგზეც ითამაშე. იმავეს “ნაპოლიში” თუ მოახერხებ?
– ვფიქრობ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ არ შემეტყოს სხვა ადგილზე ვთამაშობ თუ არა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ გუნდს სადაც დავჭირდები იქ ვითამაშებ.
-იცით, რომ ნეაპოლში თქვენაირი ფეხბურთელები ძალიან მოწონთ და “გიჟდებიან”? თქვენი თამაშით ნეაპოლელების გაოცება შეგიძლიათ?
-ვფიქრობ, ეს ცოტა რთული იქნება, რადგან ამ გუნდში მარადონა თამაშობდა. თუმცა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ გულშემატკივრებს თავი ჩემი თამაშით მოვაწონო და შედეგიანი ვიყო.
-მომავალ სეზონში პირადად რა შედეგის დადება გსურთ?
-პირველ ყოვლისა, მინდა, რომ გუნდს გამარჯვებების მიღწევაში მაქსიმალურად მივეხმარო და ყველაფერი მოვიგოთ.
-ამ გუნდში თუ არის ფეხბურთელი, რომელიც ძალიან მოგწონთ?
-ვფიქრობ. ძალიან ბევრია, რომლებიც მომწონს და ძალიან დიდი ფეხბურთელები არიან.
-გულშემატკივრებმა როდესაც გაიგეს, რომ გუნდში ქართველი ფეხბურთელი მოვიდა კვარადონა დაგიძახეს. იცით ეს რას ნიშნავს?
– “ნაპოლისთვის” მარადინა ალბათ ყველაფერს ნიშნავს. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, როდესაც ასეთ სახელს გიწოდებენ. რა თქმა უნდა, მარადონას არ შევედრები, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ ნეაპოლელები ჩემით კმაყოფილი იყვნენ.
-ეს სახელი მოგწონთ?
-რა თქმა უნდა.