თბილისის „საბურთალო“ ერთადერთი ქართული გუნდი აღმოჩნდა, რომელმაც კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლია. ლაშა ნოზაძესთვის საბურთალოელთა მთავარი მწვთნელის რანგში ევროდებიუტი წარმატებული აღმოჩნდა. მართალია, თბილისელებმა პირველი მატჩი გორში ტირანას „პარტიზანთან“ 0:1 წააგეს, მაგრამ საპასუხო შეხვედრა ალბანეთში იმავე ანგარიშით მოიგეს და პენალტების სერიაც მეტოქეზე უკეთესად შეასრულეს.
„საბურთალომ“ ანგარიში 53-ე წუთზე გახსნა, როდესაც კონტრშეტევის დროს ტაბატაძემ მარჯვენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში ჩააოდა, სადაც მყოფმა ირაკლი სიხარულიძემ ერთი შეხებით გაიტანა.
სიხარულიძე შეეძლო მატჩის მიწურულს ალბანელების კარის აღება, მაგრამ ახლო მანძილიდან ასპროცენტიანი შანი ვერ გამოიყენა. დამატებით დროის პირველ 15 წუთში, სკუკამ ანგარიშის გათანაბრების კარგი შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა, ხოლო საჯარიმოს გარედან გიზო მამაგეიშვილის დარტყმის მერე, ალბანელები გოლის გაშვებისგან მეკარემ იხსნა.
დამატებითმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, პენალტები კი „საბურთალომ“ უკეთესად დაარტყა და 5:4 გაიმარჯვა. მეგრელიშვილმა 2 თერთმეტმეტრიანი მოიგერია, ხოლო ალბანელმა რაპაიმ ბურთი ზედა ძელს გაარტყა. „საბურთალოდან“ პენალტი ჩადუნელმა, გულიაშვილმა, სიხარულიძემ, გოჩოლეიშვილმა და გიზო მამაგეიშვილმა გაიტანეს. ჯინჯოლავას და ლევან ნონიკაშვილის დარტყმული მეკარემ მოიგერია.
წაგებით გაბრაზებულმა ალბანელმა გულშემატკივრებმა თამაშის დასრულების შემდეგ “საბურთალოს” ფეხბურთელებს სხვდახვა საგნები დაუშინეს და მეგრელიშვილს ტრავმაც მიაყენეს. მას თავში წყლის ბოთლი მოხვდა და პეტარდის ნამწცვი. ამასთანავე, სტადიონზე სეკრებილმა 20 ქართველმა ქომაგმა, რომლებიც ტირანაში ცხოვრობდნენ და საქართველოს დროშა ჰქონდათ გამოფენილი, მასპინძლების პროვოკაციის შემდეგ იჩხუბეს. იმედია, უეფა ამ ინციდენტის გამო ალბანელებს შესაბამისად დასჯის.
“საბურთალომ” მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე რუმინეთის ყველაზე ტიტულიან კლუბს “სტიაუას” შეხვდება. თბილისელები პირველ თამაშს 21 ივლისს შინ გამართავენ, ხოლო საპასუხო მატჩი 28 ივლისს რუმინეთში შედგება.
„პარტიზანი“ (ტირანა“ – „საბურთალო“ (თბილისი) 0:1 (0:0) 4:5 (პენ.)
14 ივლისი. ტირანა. სტადიონი „ეირ ალბანია“.
„პარტიზანი“: ტეგია, ატანასკოსკი, ბელიცა, ბიტრი, ცარა (ნდრეკა, 82, ტელუში, 110), ჰადროი (სოტა, 81, ჰოტი (ცვეტანივსკი, 46), მასანგა მატონდო. მურატაი (გუაიე, 75), რაპაი, სკუკა.
მთავარი მწვრთნელი: დრიტან მეჰმეთი.
„საბურთალო“: მეგრელიშვილი, ჩადუნელი, მიოჩი (გ.მამაგეიშვილი, 105), კაკუბავა, გოჩოლეიშვილი, ჯინჯოლავა, ტაბატაძე (ო.მამაგეიშვილი, 67), სიხარულიძე, შ. ნონიკაშვილი (ქარდავა, 62), გოშთელიანი (ლ.ნონიკაშვილი, 62).
მთავარი მწვრთნელი: ლაშა ნოზაძე.
გოლი: 0:1 სიხარულიძე (53)
გაფრთხილება: ატანაკოსკი (22), მასანაგა მატონდო (25), კაკუბავა (29), გოჩოლეიშვილი (38), სკუკა (73).
მთავარი მსაჯი: დარენ ენგლანდი (ინგლისი)