გორის „დილამ“ წელს ევროსარბიელზე გამოსვლა დაასრულა. უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილმა გუნდმა კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი მატჩი სტუმრად ფინეთის კუპსთან 0:2 წააგო.
გორში ჩატარებულ საპასუხო შეხვედრაში „დილამ“ მეტოქეს ვერაფერი მოუხერხა და ნულოვანი ფრე დაფიქსირდა. „დილა“ კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან ზედიზედ მეორედ გავარდა.
„დილა“ (გორი) -კუპსი (ფინეთი)
14 ივლისი. გორი. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი.
„დილა“: კანევცევი, სანტოსი, ჩიტეიშვილი, ნონდი, ჭიჭინაძე, სილვა, მოსიაშვილი (მადინგა 69), გაგნიძე, ღუდუშაური (გალე 54), სპანდერაშვილი, გომისი (ლომთაძე 75)
მთავარი მწვრთნელი: ანდრეი დემჩენკო.
კუპსი: კუპსი: კრეიდი, ტოივომაკი, რიკარდო (ჰაამალაინენი 26), ტომასი, უზოჩუკვუ, პოპოვიჩი (ჰაარალა 6), დალსტრიომი, კარილო, ბისპო,ანტვი, ვაირინენი
მთავარი მწვრთნელი: სიმო ვალაკარი
გაფრთხილება: ბისპო (31), ტომასი (55), მოსიაშვილი (64), ლომთაძე (79), მადინგა (81).
მთავარი მსაჯი: საიატ კარაბაევი (ყაზახეთი)
