ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი „ნაპოლიში“ საუცხოო აღმოჩნდა. ნეაპოლელემა მოსამზადებელ პერიოდში პირველი ამხანაგური მატჩი „ანაუნიასთან“ ჩაატარეს, რომელიც 10:0 მოიგეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ჯერ ბრწყინვალე გარღვევის მერე საგოლე პასი მიითვალა, ხოლო მოგვიანებით მეტოქის კარი ორჯერ აიღო. გარდა ამისა, ერთხელ მისი დარტყმის შემდეგ ბურთი გვერდით ძელს მოხვდა. ამასთანავე, კვარაცხელიამ განვლილ შეხვედრაში არაერთი დასამახსოვრებელი მომენტი შექმნა.
მთავარი ნიუსი კვარაცხელიას საუცხოო დებიუტი „ნაპოლიში“