ლაშა ნოზაძე: “ორი თამაშის ჯამში შემდეგ ეტაპზე გასვლა დავომსახურრეთ”

0
38

თბილისის “საბურთალოს” მთავარ მწვრთნელ ლაშა ნოზაძეს მიაჩნია, რომ მისმა გუნდმა ორი მატჩის ჯამში კონფერენს ლიგის მეორე ეტაპზე გასვლა დაიმსახურა. მან ამის შესახებ ალბანეთისს დედაქალა “ტირანაში” პენალტების სერიაში მოგებული შეხვედრის მერე განაცხადა.
ლაშა ნოზაძე:”პირველ ყოვლია ვულოცავ “საბურთალოს” გულშემატკივრებს, ფეხბურთელებს და ყველას ამ გამარჯვებას. ვფიქრობ, რომ ორი თამაშის ჯამში შემდეგ ეტაპზე გასვლა დავიმსახურეთ. პირველ მატჩში გვქონდა გარკვეული შეცდომები, შეიძლება რაღაცები მეც ისე იდეალურად ვერ გავაკეთე, თუმცა მეორე მატჩში გამოვასწორეთ ბევრი რამ და შემდეგ ეტაპზე გავედით. ტირანაში მრავლად შევქმენით საგოლე მომენტი, შეიძლებოდა ამ თამაშის 90 წუთში ჩვენთვის სასიკეთოდ გადაწყვეტა, თუმცა ისე მოხდა, რომ გამარჯვებული თერთმეტმეტრიანებმა გამოავლინა. “საბურთალო” ახალგაზრდული კლუბია, რომლის რიგებში ბევრი აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი თამაშობს. იმედი მაქვს, ახალგაზრდები გამოცდილ ფეხბურთელებთან ერთად “საბურთალოს” წინსვლას და ბევრ სიხარულს მოუტანენ”.
“საბურთალო” კონფერენს ლიგის მეორე ეტაპზე ბუქარესტის “სტიაუას” დაუპირისპირდება. თბილისელები 21 ივლისს მეტოქეს შინ მიიღებენ, ხოლო 28 ივლისს სტუმრად შეხვდებიან