თბილისის „დინამო“ კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპს გამოეთიშა. გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა პირველი თამაში შინ 2:3 წააგო, ხოლო სტუმრად დამატებით დროში მეტოქეს 2:1 აჯობა, მაგრამ პენალტების სერიაში დამარცხდა და ესტონური გუნდი არსებობის ისტორიაში პირველად მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა. “დინამომ” არსებობის ისტორიაში ევროთასებზე ესტონურ გუნდს ორი მატჩის ჯამში პირველად სძლია. ასევე, “დინამო” პირველი ქართული გუნდია, რომელიც ევროსარბიელზე ბრძოლას ესტონურ კლუბთან გამოეთიშა.
ჭიაბრიშვილმა თბილისურ შეხვედრასთან შედარებით სასტარტო შემადგენლობაში რამდენიმე ფეხბურთელი შეცვალა. პირველად მოხვდნენ საწყის თერთმეტეულში იმრანი და გუნდში დაბრუნებული დავით კობოური, ხოლო დავით სხირტლაძემ დინამოელებს პირველად უკაპიტნა. თბილისელებს ვიცეკაპიტანი ანრი მექვაბიშვილი ტრავმის გამო აკლდათ.
„დინამოს“ დაწინაურება 21-ე წუთზე შეეძლო, როდესაც მარჯვენა ფლანგიდან ნიკა მალიმ მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა. სადაც რაგნარ კლავანმა თავით ბურთს მიმართულება შეუცვალა, ხელსაყრელი პოზიციიდან ხოლო სხირტლაძის თავური არაზუსტი აღმოჩნდა. 27-ე წუთზე გიორგი მოისწრაფიშვილმა საჯარიმოს გარედან ძლიერად დაარტყა და აკსალუმ ნახტომში „პაიდე“ გოლის გაშვებისგან იხსნა.
55-ე წუთზე, მარცხნიდან სალისტეს ჩაწოდების შემდეგ, ბურთი თბილისელთა კარის ახლოს კოოლიმ მიიღო და მარჯვენა ოდნავ მახვილი კუთხიდან არაზუსტად დაარტყა.
მე-60 წუთზე ოვუსუმ თბილისელთა საჯარიმოს მისადგომებიდან „გაისროლა“ და ბურთი კარს მცირე მანძილით გადაცდა. 63-ე წუთზე ბარნს ოსეიმ მარჯვენა ფლანგიდან დიაგონალური პასით მასპინძლების საჯარიმოში გახსნილი კამარა მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით სხირტლაძეს უპასა და „დინამოს“ კაპიტანმა ახლო მანძილიდან ანგარიში გახსნა – 0:1.
77-ე წუთზე, კამარა მარცხენა ფლანგზე ერთ მცველს გაექცა და მისი ჩაწოდების შემდეგ, იუსიფმა ბურთი კინაღამ თავის კარში ჩაჭრა. 82-ე წუთზე, თავისი გუნდის იერიში მალიმ დაიწყო, რომელიც რამდენიმე მოწინააღმდეგეს გაექცა და გადაცემა უსმანე კამარას გაუკეთა, რომელმაც ბურთი შორეულ კუთხეში გაგზავნა და მიზანს ოდნავ ააცილა. 88-ე წუთზე კამარამ მეტოქის ნახევარზე ბურთისთვის ბოლომდე იბრძოლა და პასი ბარნს ოსეის მისცა, რომელმაც გიორგი გაბედავა მოძებნა, ამ უკანასკნელის დარტყმული კი, კარს მცირე მანძილით აცდა.
ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გაარკვია და დამატებითი დრო დაინიშნა, რომლის დაწყებამდე ტრავმირებული კობოური კალანდაძემ შეცვალა. 93-ე წუთზე სიმონმა ბურთი თავის ნახევარზე დაკარგა და სტუმართა შეტევა გაბედავამ დაიწყო, რომელმაც პასი „პაიდეს“ საჯარიმოში მყოფ კამარას არ დაუგვიანა, ხოლო გვინეელის გადაცემის მერე ბელარუსმა დმიტრი ანტილევსკიმ „დინამო“ კიდევ უფრო დააწინაურა.
მე-100 წუთზე ოვუსუს თავურის შემდეგ, პრიეტომ ნახტომში თბილისელები ბურთის გაშვებას გადაარჩინა. 102-ე წუთზე, კამარა ესტონელების საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და ორ მეტოქეს გაექცა, რის მერე, „კედელი“ ანტილევსკისთან გაითამაშა, ხოლო აფრიკელის დარტყმული ბურთი ზედა ძელ მოხვდა. საპასუხო იერიშის დროს ტამბედუ აღმოჩნდა ხელაყრელ პოზიციაში, მაგრამ მის დარტყმულს კალანდაძე გადაეფარა.
114-ე წუთზე სინგატე მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა თბილისელთა საჯარიმოში, სადაც ბენიომ წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც დაზატალებულმა გამოიყენა – 1:2. სინგატემ „დინამოს“ ორ მატჩში 2 გოლი გაუტანა და 1 საგოლე პასი მიითვალა, ხოლო მოგვიანებით თავი პენალტების სერიაშიც გამოიჩინა. მატჩის მიწურულს კარიდან გამოული პრიეტო და იუსიფი თავებით შეეჯახნენ, რის გამო, ესპანელს მეკარეს სახვევი დაადეს. დამატებითი დროის დასრულებამდე წამებით ადრე კამარას დაწყებული კონტრშეტევა გაბედავამ ძლიერი დარტყმით დაასრულა და აკსალუმ „პაიდე“ ისევ იხსნა.
პენალტების სერია „პაიდემ“ 6:5 მოიგო. „დინამოდან“ თერთმეტმეტრიანი ანტილევსკიმ, კუციამ, ბარნს ოსეიმ, კამარამ და გაბედავამ გამოიყენეს, ხოლო ლევან ხარაბაძეს მეკარემ აუღო.
„პაიდე“ (ესტონეთი) – „დინამო“ (თბილისი) 1:2 (0:0) 6:5 (პენ.)
14 ივლისი. პიარნუ. „რონნასტაადიონი“.
„პაიდე“: აკსალუ, ოიამა, იუსიფი, კლავანი, სალისტე, სიმონი, ფროლოვი, კოოლი, ოვუსუ, ლუტსი, სააგი.
მთავარი მწვრთნელი: კარელ ვოოლაიდი.
„დინამო“: პრიეტო; მალი, ბენიო, კობოური (კალანდაძე 90), ხარაბაძე; მოისწრაფიშვილი (კამარა 59), ოსიყმაშვილი; კირკიტაძე (გაბედავა 68), ოსეი, იმრანი (კუცია 59); სხირტლაძე (ანტილევსკი 79)
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი.
გოლები: 0:1 სხირტლაძე (69), 0:2 ანტილევსკი (93), 1:2 სინგატე (115, პენ)
გაფრთხილება: ოსეი ბარნსი (45), მოოლი (91), გაბედავა (105), სინგატე (116)
მთავარი მსაჯი: სვენ ოდვან მოენი (ნორვეგია)



