„ტორპედო“ „არარატ-არმენიასთან“ ამხანაგურ მატჩში დამარცხდა

0
54

ქუთაისის „ტორპედომ“ თბილისში ამხანაგური მატჩი „არარატ არმენიასთან“ ჩაატარა, რომელიც სომხურმა გუნდმა 2:0 მოიგო.
ქუთაისელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა საკონტროლო შეხვედრაში თამაშის საშუალება ყველა ფეხბურთელს მისცა. “ტორპედომ” მოსამზადებელი ეტაპი რამდენიმე დღეა დაიწყო და 15 ივლისიდან გუნდი, თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება, სადაც 4 ამხანაგურ თამაშს ჩაატარებს – ორს თურქეთის სუპერლიგის გუნდებთან, ხოლო ამდენჯერვე – პირველი ლიგის. „ტორპედო“ საქართველოში 27 ივლისს დაბრუნდება.