თბილისის “დინამოს” მთავარი მწვრთნელის გიორგი ჭიაბრიშვილის აზრით, მისი გუნდი ესტონეთის “პაიდესთან” საპასუხო მატჩში უფრო ლაღად ითამაშებს, ვიდრე ეს თბილისში წაგებულ (2:3) დაპირისპირებაში მოახერხა. მან ამის შესახებ კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე პიარნუში ჩასატარებელ თამაშამდე პრესკონფერენციაზე გაანცხადამ რომელსაც თავდამსხმელი დავით სხირტლაძეც დაესწრო.
გიორგი ჭიაბრიშვილი: “ფეხბურთი 90 წუთი გრძელდება. თამაშიდან გამომდინარე პირველი მატჩი მინიმუმ არ უნდა წაგვეგო, მაგრამ მოხდა ისე, რომ კონცენტრაცია დავკარგეთ და საბოლოო ჯამში უხეში შეცდომებით გავუშვით გოლები. თუმცა, ფეხბურთი ასეთია, 90 წუთი თუ არ ხარ, კონცენტრირებული, შეიძლება ასეთი რამ მოხდეს.
ჩვენთვის პირველი თამაში წნეხიც იყო, სტადიონზე საგრძნობლად მეტი ხალხი მოვიდა, ვიდრე ჩემპიონატში და წნეხი გაიზარდა. ვფიქრობ, რომ აქ ბევრად ლაღად და მშვიდად ვითამაშებთ, რადგან მგონია, რომ პირველ თამაშს ჩვენთვის თავისი დაძაბულობა ჰქონდა. ამ გუნდზე ჩვეულებრივად სრული ინფორმაცია გვქონდა, ვიცოდით, რასაც ველოდებით. უბრალოდ, ერთია ტელევიზორიდან ანალიზი და მეორე, როდესაც უშუალო შეხება გექნება გუნდთან. ჩვენ ახლა მეტოქეს ზუსტად ვიცნობთ, თორემ დაწვრილებითი ინფორმაცია მანამდეც გვქონდა, არ არის ეს ინფორმაცია ძნელი მოსაპოვებელი.
ყველა მეტოქეს პატივს ვცემთ, ძალიან კარგად ორგანიზებულად ითამაშეს და ვერ მოვიგეთ პირველი მატჩი. თბილისის “დინამოში” სხვა წნეხია, რასაც გვერდს ვერ ავუვლით. ვისაც არ უნდა ვხვდებოდეთ, წნეხია, მიჩვეულები ვართ, უბრალოდ აქ დამატებითი საფიქრალი არ გვექნება და მხოლოდ თამაშზე ვიფიქრებთ”.
ჭიაბრიშვილის განკარგულებაში მომავალი შეხვედრისთვის 21 ფეხბურთელია:
მეკარეები: ანდრეს პრიეტო და დავით კერესელიძე.
მცველები: ნიკა მალი, ალექსანდრე კალანდაძე, საბა ხვადაგიანი, ლევან ხარაბაძე, საიმონ ბენიო, დავით კობოური და გოდფრი სტეფენი.
ნახევარმხცელები: იმრან ულად ომარი, გიორგი მოისწრაფიშვილი, ლევან ოსიყმაშვილი, ბარნს ოსეი, გიორგი კუცია, თორნიკე კირკიტაძე, გიორგი ჩხეტიანი და უსმანე კამარა.
თავდამსხმელები: დავით სხირტლაძე, გიორგი გაბედავა, სტანისლავ ბილენკი და დმიტრი ანტილევსკი.
გუნდის ვიცე-კაპიტანი ანზორ მექვაბიშვილი დინამოს ტრავმის გამო ვერ დაეხმარება, ხოლო ახალწვეული ჯიმი ტაბიძე ევროპის კონფერენციის ლიგის პირველი ეტაპის განაცხადში არ გახლავთ.
“პაიდეს” და “დინამოს” შეხვედრა თბილისის დროით 20:00 სააათზე დაიწყება.
მთავარი ნიუსი გიორგი ჭიაბრიშვილი: “ესტონეთში ლაღად და მშვიდად ვითამაშებთ”