„გაგრა“ ზაფხულის სატრანფერო პერიოდში კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვა. კერძოდ, კლუბმა და მეკარე ბექა ქურდაძემ კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს.
ქურდაძე „გაგრაში“ მიმდინარე სეზონის წინ დაბრუნდა. მანამდე, ის ნახსენებ გუნდში 2019 წლის სეზონი გამოდიოდა.
25 წლის მეკარე თბილისის „საბურთალოს“ აღზრდილია, სადაც 2013-2016 წლებში და 2018 წელს თამაშობდა. ის ასევე თბილისის „ლოკომოტივში“ და „სამტრედიაში“ გამოდიოდა.
მთავარი ნიუსი „გაგრადან“ მეკარე წავიდა