ამერიკის შეერთებული შტატების ნევადის შტატის ქალაქ ლას ვეგასში მიმდინარე NBA-ს საზაფხულო ლიგის მორიგ მატჩში სანდრო მამუკელაშვილი MVP გახდა.”მილუოკი ბაქზი” “მინესოტა თიმბერვულვზს” შეხვდა და 87:75 დაამარცხა. სასტარტოში მყოფმა სანდრომ 32 წუთში 18 ქულა დააგროვა (ექვსიდან ორი სამქულიანი ჩააგდო), რაც ორივე გუნდში საუკეთესო შედეგი გახლდათ. ამასთან, ის ერთადერთა, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა – 15 მოხსნით. მამუკელაშვილის ანგარიშზეა ოთხი შედეგიანი გადაცემა და ორი დაფარებაც.
NBA-ს საზაფხულო ლიგაზე “მილუოკის” ორი მოგება და მარცხი აქვს. “ბაქზი” მომდევნო მატჩს 15 ივლისს გამთენიისას გამართავს ტეხასის შტატის “დალას მავერიკსთან”.
კალათბურთი სანდრო მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი და მოგება