გია გეგუჩაძე: “სლოვანი” უფრო ძლიერი აღმოჩნდა”

0
54

ბათუმის “დინამოს” მთავარი მწვრთნელის გია გეგუჩაძის აზრით, მის გუნდს ბრატისლავას “სლოვანის” ეტაპის გადასალახად რესურსი არ ეყო. მან ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დამატებით დროში შინ სლოვაკებთან 1:2 მარცხის მერე განაცხადა.
გია გეგუჩაძე: “ბოლო წუთებში რესურუსი აღარ გვეყო. დავკარგეთ ჩვენი ძლიერი მხარე. დამატებით დროში ბურთი დავკარგეთ და ტერიტორია, რითაც მეტოქემ ისარგებლა. ყველა განვიცდით ამ მარცხს. ახლა არაა დასკვნების დრო და ალბათ გავაანილიზებთ ჩვენს შეცდომებს.
რას ვიზამთ, ცხოვრება გრძელდება. ამ ეტაპზე გაძლიერება არ იგეგმება. არ გამოვრიცხავ სამომავლოდ გაძლიერებას, მაგრამ “ლეხთან” მატჩისთვის ამას არ ვფიქრობთ. ნათქვამია ძლიერებს უმართლებთო და დღეს, როგორც სჩანს, “სლოვანი” უფრო ძლიერი აღმოჩნდა”.