ვლადიმერ ვაისი: “საქართველო ჩემი მეორე სახლია, მიყვარხართ”

0
75

ბრატისლავას “სლოვანის” მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად დამატებით დროში ბათუმის “დინამოსთან” გამარჯვების შემდეგ, პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა.
ვლადიმერ ვაისი: “ძალიან ემოციური თამაში იყო. “დინამო” ნამდვილად არაა ცუდი გუნდი. საკმაოდ კარგი ფეხბურთელები ჰყავს, რომლებიც ბურთითაც და უბურთოდაც კარგად გადაადგილდებიან, მაგრამ დღეს ჩვენ ბოლო წუთამდე ვიბრძოლეთ და მოვიპოვეთ მნიშვნელოვანი გამარჯვება. ზურიკო ძალიან დიდი მონაცემების ფეხბურთელია და მას შეუძლია დიდი ფეხბურთის თამაში. ბათუმის “დინამოს” წარმატებებს ვუსურვებ, მაგრამ ფეხბურთი ცხოვრებას ჰგავს, ნებისმიერი წამი, წუთი მნიშვნელოვანია და ყოველთვის შეიძლება რაღაც მოხდეს.
ეს მატჩი ისეთივე მედგაცრუება იყო ბათუმის “დინამოსთვის”, როგორიც ჩემთვის იყო საქართველოს ნაკრებთან ერთად ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხი. რა თქმა უნდა, მე დღეს “სლოვანის” მწვრთნელი ვარ და ბედნიერი ვარ ჩემი გუნდის გამარჯვებით, მაგრამ რთული იყო იმ ადამიანების წინააღმდეგ თამაში, რომელთანაც 5 წლის განმავლობაში ვიმუშავე. აქ 5 წელი გავატარე, რაც ცოტა არ არის, ყველაფერი შესაძლებელია, მხოლოდ საუკეთესოს გისურვებთ, საქართველო ჩემი მეორე სახლია, მიყვარხართ”.