უსმან დემბელემ „ბარელონასთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა. კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფრანგმა ფეხბურთელმა ახალი ხელშეკრულება 2024 წლის 30 ივნისამდე დადო. ახალი კონტრაქტის პირობებით მისი ხელფასი 40% შემცირდა.
დემბელე „ბარსამ“ 2017 წელს დორტმუნდის „ბორუსიადან“ 105 მილიონ ევროდ შეიძინა. მან განვლილ პერიოდში კატალონიურ გრანდში ყველა ტურნირში ჩატარებულ 150 მატჩში 32 გოლი გაიტანა და 34 საგოლე პასსი გააკეთა. საფრანგეთის ეროვნული ნაკრების გარემარბმა „ბარსასთან“ ერთად ორჯერ ესპანეთი ჩემპიონატი მოიგო, ხოლო თითოჯერ – ესპანეთის თასი და სუპერთასი.