თორნიკე გაფრინდაშვილი პოლონეთის ექსტტრაკლასაში ითამაშებს

0
18

თორნიკე გაფრინდაშვილი კარიერას პოლონეთის ექსტრაკლასაში განაგრძობს. ბათუმის „დინამოს“ მთვარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ „სლოვანთან“ საპასუხო მატჩის წინ გაფრინდაშვილის ზაგლებიეს „ლუბინში“ გადასვლა დაადასტურა.
24 წლის შემტევმა ნახევარმცველმა პროფესიონალური კარიერა „გაგრაში“ დაიწყო, სადაც 2014-2018 წლებში გამოდიოდა. ის 2019 წელს ბათუმის „დინამოში“ გადავიდა, სადაც ჩატარებულ 79 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა.
„ზაგლებიემ“ გასულ სეზონში პოლონეთის 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-13 ადგილი დაიკავა.