პოზნანის „ლეხი“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტანი ნიკა კვეკვესკირი და გარემარბი გიორგი წიტაიშვილი გამოდიან, ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა.
პოზნანელებმა აგდამის „ყარაბაღი“, რომელშიც მეკარე ლუკა გუგეშაშვილი ირიცხება შინ 1:0 დაამარცხეს, მაგრამ საპასუხო მატჩი 1:5 წააგეს და კონფერენს ლიგაზე გადაერთვნენ.
პოზნანელტა სასტარტო შემადგენლობაში ვერცერთი ქართველი მოხვდა. წიტაიშვილი თამაშში 72-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო კვეკვესკირი – 85-ეზე.
გუგეშაშვილმა თამაშს თვალი „ყარაბაღის“ სათადარიგოთა სკამიდან ადევნა.
ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე გავიდა ჩრდილოეთ მაკედონიის „შკუპი“, რომლის ღირსებას გაგი მარგველაშვილი იცავს. ბალკანელებმა შინ პირველი თამაში გიბრალტარის „ლინკოლნს“ 3:0 მოუგეს, ხოლო საპასუხო შეხვედრაში 0:2 დამარცხდნენ. მარგველაშვილს არ უთამშია, რადგან პირველ მატჩში გააძევეს.
“შკუპი” ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე ხორვატიის ჩემპიონ ზაგრების “დინამოს” დაუპირისპირდება.
მთავარი ნიუსი კვეკვესკირი და წიტაიშვილი ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშნენ