მიქაუტაძემ „მეცში“ გაიტანა

0
11

ბელგიის „სერენიდან“ ფრანგულ „მეცში“ დაბრუნებულმა გიორგი მიქაუტაძემ პირველი გოლი გაიტანა.
„მეცმა“ ამხანაგური მატჩი „სედანთან“ ჩაატარა, რომელიც 3:3 დასრილდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა მეორე ტაიმი ჩაატარა და 84-ე წუთზე მისი ზუსტი დარტყმის შემდეგ „მეცი“ წინ გავიდა, მაგრამ ხუთ წუთში „სედანმა“ ანგარიში გაათანაბრა.
აღსანიშნავია, რომ მატჩის მსვლელობისას „მეცი“ 39-ე და 54-ე წუთზე გატანილი გოლებით 2:0 იგებდა, მაგრამ „სედანმა“ მეკარის კარი ჯერ 67-ე წუთზე აიღო, ხოლო შემდეგ – 77-ეზე.
„მეცი“ მიქაუტაძეს ლიგა 1-ში სტაბილურად თამაშის საშუალებას მისცემს თუ ისევ გაანათხოვრებს, ჯერ გაურკვეველია.