ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი კაპიტანი უახლოეს ხანში „დი სი იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი გახდება.
იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, 36 წლის რუნიმ MLS-ის კლუბთან კონტრაქტის დეტალები შეათანხმა. ის „დი სი იუნაიტედში“ 2018-2020 წლებში თამაშობდა.
რუნი 2021 წლის იანვრიდან „დერბი ქაუნთის“ წვრთნიდა, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში მას მერე დატოვა, რაც გუნდი ჩემპიონშიფში გავარდა.