ბედოშვილმა „იბერიას“ „მეშახტესთან“ მოაგებინა

0
3

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თბილისის „იბერია“ მეორე წრის პირველ მატჩში წყალტუბოში დებიუტანტ ტყიბულის „,მეშახტეს“ დაუპირისპირდა და 4:1 გაიმარჯვა.
მატჩის მე-10 წუთზე კოტდივუარელმა არმელ ზოურიმ პასი „მეშახტეს“ საჯარიმოში გააკეთა, სადაც ბურთი ამირან ძაგანიამ დაამუშავა და ვახო ბედოშვილს გაუკეთა, რომლის დარტყმული ბურთი ლევან შოვნაძემ ახლო კუთხეში გაუშვა. ბედოშვილმა „იბერიას“ მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა.
მე-20 წუთზე ლევან ქურდაძემ სტუმართა საჯარიმოში ირაკლი სიხარულიძე მოძებნა, რომელმაც თავით ანგარიში გაათანაბრა.
41-ე წუთზე ანდრია ბართიშვილი ტყიბულელთა საჯარიმოში ერთ მცველს გაცდა და ბურთი იქვე მდგომ პაატა ღუდუშაურს მიუვიდა, რომელმაც „იბერია“ დააწინაურა.
75-ე წუთზე „მეშახტეს“ ნახევარზე მყოფმა გიორგი კუციამ მარცხენა ფლანგიდან გადაცემა კარის შორეულ ძელთან ბედოშვილს გაუკეთა, რომელმაც ბურთი მიწაზე დაუშვებლად კარში გადაგზავნა. 79-ე წუთზე ნიკოლოზ დადიანმა კარგი პასით მეკარესთან პირისპირ ბედოშვილი დატოვა, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა.
გუგა ნერგაძის გაწვრთნილი „იბერია“ 20 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერია, ხოლო ლადო ბურდულის დამოძღვრილი „მეშახტე“ 10 ქულით მერვეა.
ლაშა თაბაგარი