დონეცკის „შახტარი“ მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა. კლუბის პრესსამსახურის ინფორმციით, იტალიელ სპეციალისტ რობერტო დე ძერბისთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა.
43 წლის დე ძერბი დონეცკელებს 2021 წლის მაისიდან წვრთნიდა და გუნდს უკრაინის სუპერთასი მოაგებინა.
მანამდე, ის „ფოჯას“, „პალერმოს“, „ბენევენტოს“ და „სასუოლოს“ თავკაცობდა.