პოლ პოგბა ტურინის „იუვენტუსში“ დაბრუნდა. ფრანგმა ფეხბურთელმა, რომელმაც მიმდინარე ზაფხულში „მანჩესტერ იუნაიტედი“ თავისუფალი აგენტის სტატუსოთ დატოვა, იტალიურ გრანდთან კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. ის “იუვეში” 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ტურინელებმა 2022 წლის 31 აგვისტომდე 2,5 მილიონი ევრო საკომისიოს სახით უნდა გადაიხადონ.
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონი პოგბა „იუვენტუსში“ უკვე გამოდიოდა 2012-2016 წლებში და მაშინაც ტურინულ კლუბს „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ მიაშურა. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს „იუვემ“ პოგბა „მანჩესტერში“ 100 მილიონ ევროდ გაყიდა.
