ბუდუ ზივზივაძემ „ჰაიდენჰაიმის“ შემადგენლობაში გერმანიის პირველ ბუნდესლიგაში თავისი პირველი დუბლი მიუნხენის „ბაიერნთან“ მიითვალა. 32-ე ტურში „ჰაიდენჰაიმი“ სტუმრად მოქმედ ჩემპიონ „ბაიერნს“ შეხვდა, რომელიც გადახალისებული შემადგენლობით იყო და
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ანგარიში 22-ე წუთზე გახსნა, როდესაც ბუშის გადაცემის შემდეგ, კარის წინ მარტო დარჩენილმა ერთი შეხებით ბურთი ბადეში გაახვია.
31-ე წუთზე სტუმრებიდან თავი დინკციმ გამოიჩინა, ხოლო 44-ე წუთზე „ბაიერნიდან“ ერთი ბურთი გორეცკამ გაქვითა, რომელმაც 57-ე წუთზე დუბლი შეასრულა.
76-ე წუთზე ზივზივაძემ მოედნის ცენტრიდან წამოიღო ბურთი და საჯარიმოში შესულმა ოლისე ჩამოიშორა, რის შემდეგ, მარჯვენა ფეხით შორეულ „ცხრიანში“ გაიტანა. მან მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგაში ჩატარებულ 18 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 6-ჯერ აიღო. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-10 წუთზე „ბაიერნი“ წაგებას სტუმართა მეკარის რამაის ავტოგოლით გადაურჩა. „ჰაიდენჰაიმი“ 25 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში ბოლო ადგილზეა.
“ჰამბურგმა” გასვლაზე ფრანკფურტის “აინტრახტი” 2:1 დაამარცხა. გამარჯვებულებში საქართველოს ეროვნული გუნდის მცველმა გიორგი გოჩოლეიშვილმა 68-ე წუთიდან ითამაშა. “ჰამბურგი” 34 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-11 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





