ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში „თელავიდან“ კიდევ ორი ფეხბურთელი წავიდა.
კლუბთან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი მცველმა ფირუზ მაგრაქველიძემ და თავდამსხმელმა იმედა აშორტიამ გაწყვიტეს, რის შესახებ თელაველთა პრესსამსახური იუწყება.
„საფეხბურთო კლუბი “თელავი”, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე 27 წლის მცველს, ფირუზ მაგრაქველიძეს და 25 წლის თავდამსხმელს, იმედა აშორტიას დაემშვიდობა – ორივე ფეხბურთელი კარიერას უცხოეთში, კერძოდ კი აზერბაიჯანის პრემიერლიგაში დაბრუნებულ თოვუზის “თურანში” განაგრძობენ“ – ნათქვამია თელაველთა ოფიციალურ განცხადებაში.
