მამუკელაშვილის 17 ქულიანი დებიუტი საზაფხულო ლიგაში

0
31

მილუიკი ბაქზმა NBA-ს საზაფხულო ლიგა გამარჯვებით დაიწყო, რაშიც თავისი წვლილი გუნდის ქართველმა ფორვარდმა სანდრო მამუკელაშვილმაც შეიტანა. “ბაქზმა” ნევადის შტატის ქალაქ ლას ვეგასში მიმდინარე ტურნირში “ბრუკლინ ნეთსი” დაძაბვის გარეშე დაამარცხა.
23 წლის ქართველი სასტარტო ხუთეულში იყო, მოედანზე გატარებულ 28 წუთში კი 17 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. 17 ქულა მილუოკიში საუკეთესო შედეგი იყო და ამდენი მამუკელაშვილთან ერთად მხოლოდ ლინდელ ვიგინტონს ჰქონდა.
სანდროს ანგარიშზე ასევე თითო ჩაჭრა-დაფარება, 4 ჯარიმა და 2 დაკარგვა იყო.
“მილუოკი ბაქზს” NBA-ს საზაფხულო ლიგაში 5 შეხვედრა აქვს დაგეგმილი. “ხარირმები” მომდევნო მატჩს 12 ივლისს, ვიცე-ჩემპიონ “ბოსტონ სელტიკსთან” ჩაატარებენ.