ჯიმი ტაბიძე: „ზუსტად ვიცი რა გუნდში ვიმყოფები“

0
30

ჯიმი ტაბიძეს ასი პროცენტით გათავისებული აქვს თუ რა გუნდში მოხვდა და ეცდება „დინამოს“ დასახმარებლად ოპტიმალური სათამაშო ფორმა რაც შესაძლოა მალე აღიდგინოს. თბილისური კლუბის ახალწვეულმა მცველმა ამის შესახებ კონტრაქტსი 2023 წლის ბოლომდე გაფორმების შემდეგ ისაუბრა.
ჯიმი ტაბიძე:
„თბილისის „დინამოს“ მაისურის ტარება ყველა ქართველი ფეხბურთელისთვის დიდი პატივია და ასევე ძალიან საპასუხისმგებლოა. ვეცდები ეს ყველაფერი ღირსეულად გავაკეთო.
როგორც იცით ტრავმის შემდეგ საკმაო ხანი გამოცდა და ჩემი აზრით, საკმაოდ ნაცნობი გარემო როგორც მენტალურად, აგრეთვე ფიზიკურად რაც შესაძლოა სწრაფად სათამაშო ფორმის აღდგენაში დამეხმარება.
ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი იყო, რომელთან ერთად შედარებით პატარა ასაკში ვმუშაობდი და რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს ჩამოყალიბებაში პროფესიონალ ფეხბურთელად.
მინდა თბილისის „დინამოს“ გულშემატკივარს მივმართო: ზუსტად ვიცი რა გუნდში ვიმყოფები და ასი პროცენტით გათავისებული მაქვს ყველანაირი პასუხისმგებლობა. ჩემი მხრიდან ყველანაირად ვეცდები სათამაშო ფორმა რაც შესაძლოა სწრაფად აღვიდგინო და გუნდს დასახული მიზნის მიღწევაში დავეხმარო“.