იტალიის ნაკრები ისევ რობერტო მანჩინიმ ჩაბარა, რის შესახბ ნახსენები ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია იუწყება. მან ჯენარო გატუზო შეცვალა, რომელმაც თანამდებობა მიმდინარე წლის მაისში დატოვა, რადგან „სკუადრა აძურა“ ზედიზედ მესამედ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოხვდა.
61 წლის მანჩინი იტალიელებს 2018-2023 წლებში ავარჯიშებდა და ევრო 2020 მოაგებინა. ის საკლუბო დონეზე „ფიორენტინას“, „ლაციოს“, „ინტერს“, „მანჩესტერ სიტის“, „გალათასარაის“, სანკტ-პეტერბურგის „ზენიტს“ და საუდის „ალ სადს“. ხელმძღვანელობდა. გარდა ამისა, მანჩინი საუდის არაბეთის ეროვნულ გუნდსაც წვრთნიდა.
ცნობისთვის, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დირექტორის თანამდებობას კლაუდიო რანიერიმ დაიკავა, რომელმაც პაოლო მალდინი შეცვალა.
ლაშა თაბაგარი





