„დილამ“ კონფერენს ლიგაში გამოსვლა დაასრულა

0
0

გორის „დილა“ უეფა კონფერენს ლიგას გამოეთიშა. ბერძენი დიამანტის ვავალისის გაწვრთნილმა გუნდმა მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა შინ 0:4 წააგო, ხოლო სტუმრად სამი უპასუხო გოლი გაუშვა.
მატჩის 22-ე წუთზე ანგარიში თომასმა გახსნა და შესვენებამდე მეტი გოლი არ გასულა. 62-ე წუთზე გორელთა კარი ესკრიჩემ აიღო, რომელმაც მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე დუბლი შეასრულა.
შეგახსენბთ, რომ „დილამ“ პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სან-მარინოს „ვირტუსს“ აჯობა – სახლში 3:1 დაამარცხა, ხოლო გასვლაზე 0:1 წააგო.
„აპოლონი“ (ლიმასოლი) – „დილა“ (გორი) 3:0 (2:0)
29 ივლისი. კოლოსი. „ალფამეგა სთედიუმი“.
„აპოლონი“:
ლივენბურგი, გასპარი, კონომისი (აივუ, 56), კვიდა, მალეკიდისი (კ) (ბალოგიანისი, 79), ბრაუნი, ვაისბეკი, ლუბიჩი (სპოლარიჩი, 68), ესკრიჩე, ოზბოლტი (ანდრეუ, 56), თომასი (როდრიგესი, 56).
მთავარი მწვრთნელი:
ერნან ლოსადა.
„დილა“: კერესელიძე, იარბრუგი, სანიანგი, კიკაბიძე, ეტოუ (კ), მენთეშაშვილი (ტალი, 46), გ, კობახიძე (გოგობერიშვილი, 75), ანოფი (პოეკეტიე, 84), ჯალაღონია, კანტე (ნუენეტუე, 60), ფარულავა (შეყილაძე, 60).
მთავარი მწვრთნელი:
დიამანტის ვავალისი.
გოლები: 1:0 თომასი (22), 2:0 როდრიგესი (62), 3:0 ესკრიჩე (90+2).
გაფრთხილება:
ესკრიჩე (17), ვაისბეკი (75).
მთავარი მსაჯი:
კლიმ ზაბროდა (უკრაინა).
ლაშა თაბაგარი