კვარაცხელიამ 77 ნომერი აირჩია

0
90

ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ სათამაშო ნომერი აირჩია. ნეაპოლელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი მომავალ სეზონში 77-ნომრიანი ითამაშებს. კვარაცხელია ვიდრე ნეაპოლში ჩავიდოდა ვარაუდოდბდა რომ 18 ან 77 ნომერს აირჩევდა, საბოლოოდ არჩევანი ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გააკეთა.
იტალიური მედიის ინფორმაციით. „ნაპოლიმ“ კვარაცხელიაში 10 მილიონი ევრო გადაიხადა, ხოლო ფეხბურთელის ხელფასი წელიწადში 1 მილიონი ევრო იქნება. მან კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
21 წლის კვარაცხელია ახალი სეზონის წინ გუნდთან ერთად მზადებას უკვე შეუდგა.