ოფიციალურად: ზიდანი საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია

0
1

ზინედინ ზიდანი საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს, რის შესახებ ამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია იუწყება. 54 წლის „ზიზუმ“ კონტრაქტი 2030 წლამდე გააფორმა.
ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა კარიერის დასრულების შემდეგ, მუშაობა მადრიდის „რეალში“ კარლო ანჩელოტის თანაშემწედ დაიწყო. მოჰგვიანებით, ის მადრიდელთა ახალგაზრდულ გუნდს ავარჯიშებდა.
2016 წლის იანვარში ზიდანმა „რეალის“ თავკაცის პოსტზე რაფაელ ბენიტესი შეცვალა და გუნდს 2018 წლის 31 მაისამდე ავარჯიშებდა. ის მეორედ „რეალში“ 2019 წლის მარტში დაბრუნდა და თანამდებობა 2021 წლის 27 მაისამდე ეკავა.
მადრიდელთა მთავარი მწვრთნელის რანგში „ზიზუმ“ ესპანეთის ჩემპიონატი და სუპერთასი ორ-ორჯერ მოიგო, ხოლო ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ – სამჯერ. გარდა ამისა, მან „რეალს“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ორჯერ გაამარჯვებინა.
ზიდანმა საფრანგეთის ნაკრებთან ერთად 1998 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, ხოლო 2000 წელს – ევროპის პირველობა. ის 1998 წელს „ოქროს ბურთს“ დაეუფლა.
ლაშა თაბაგარი