ვალვერდე ბილბაოში ბრუნდება

0
30

ერნესტო ვალვერდე ბილბაოს „ატლეტიკის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ბრუნდება, იუწყება football-espana.net.
58 წლის ესპანელი სპეციალისტის გუნდში მიწვევა ბილბაოელთა ახალი პრეზიდენტის ჯონ ურიატეს ინიციატივაა. ვალვერდე სამწვრთნელო კარიერაში „ატლეტიკს“ ორჯერ უკვე თავკაცობდა – 2003-2005 და 2013-2017 წლებში.
ბასკების დამრიგებელი შესაძლოა არგენტინელი მარსელო ბიელსა ყოფილიყო, მაგრამ მისმა მფარველმა ინიაკი არეჩებელეტან არჩევნები ურიატესტან წააგო. ბოლოს, ვალვერდე „ბარსელონას“ ავარჯიშებდა – 2017-2020 წლებში.
გასულ სეზონში „ატლეტიკმა“ ესპანეთის ლა ლიგაში მე-8 ადგილი დაიკავა და სუპერთასი მოიგო. სეზონის დასრულების მერე მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან მარსელინო ტორალი წავიდა.