გარეთ ბეილის ახალი კლუბი ცნობილია. უელსის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა თავის ტვიტერის გვერდზე დაადასტურა, რომ MLS-ის წარმომადგენელ „ლოს ანჯელესში“ ითამაშებს.
„მალე შევხვდებით ლოს ანჯელესში“ – მიაწერა ბეილმა ტვიტერზე გამოქვეყნებულ ვიდეოს, რომელშიც „ლოს ანჯელესის“ გულშემატკივრებს ამერიკული გუნდს ფორმაში ჩაცმული მიესალმა.
32 წლის ფეხბურთელი „ლოს ანჯელესთან“ 2023 წლის ივნისის ბოლომდე გააფორმებს კონტრაქტს, რომლის ამოწურვის შემდეგ, მხარეების სურვილის შემთხვევაში თანამშრომლობა კიდევ 18 თვე გაგრძელდება.
უელსელი გარემარბი 2013-2022 წლებში მადრიდის „რეალში“ გამოდიოდა, სადაც ყველა ტურნირში 258 მატჩი ჩაატარა და 106 გოლი გაიტანა.
მან „რეალთან“ ერთად ესპანეთის ლა ლიგა 3-ჯერ, ესპანეთის თასი ერთხელ, ესპანეთის სუპერთასი ერთხელ, ჩემპიონთა ლიგა 5-ჯერ, ევროპის უეფას სუპერთასი 3-ჯერ და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი 3-ჯერ მოიგო.
