„თელავმა“ 5-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა

0
15

ნიდერლანდელი ჯონ ვან ლუნის დებიუტი თბილისის „ლოკომოტივში“ წარუმატებელი აღმოჩნდა. კრისტალბეთ ეროვნული ლიგსი მე-19 ტურის დასკვნით შეხვედრაში თბილისელებმა საგურამოში „თელავს“ უმასპინძლეს და 0:2 წააგეს.
მატჩის მე-12 წუთზე გიორგი კვერნაძემ ბურთი მარცხენა ფლანგზე მეტოქის საჯარიმოსთან ახლოს მიიღო, ცენტრისკენ შეიწია და მისი დარტყმის შემდეგ ბურთი კარის ხაზის გადაკვეთანდე მასპინძლების კაპიტან დაჩი ფოფხაძეს ფეხზე შეეხო -0:1.
მსაჯის მიერ პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე ცოტნე კაპანაძე მარჯვენა ფლანგზე ორ ლოკომოტიველს გასცდა და მისი ჩაწოდების შემდეგ ლაშა ქოჩლაძემ შეუცვალა მიმართულება ბურთს, რომელიც ფოფხაძე მუცელზე შეეხო და კარში შევარდა – 0:2.
გიორგი ჭელიძის გაწვრთნილმა „თელავმა“ 5-მატჩიანი (3 წაგება და 2 ფრე) მოუგებელი სერია შეწყვიტა და 24 ქულით10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა. „ლოკომოტივი“ 3 ქულით ბოლო ადგილზეა.