სლოვაკეთში მიმდინარე ევროპის 19 წლამდე ფეხბურთელთა ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ქართველი მსაჯები მესამე მატჩს განსჯიან.
უეფას გადაწყვეტილებით, ინგლისისა და იტალიის 19-წლამდელთა ნაკრებების ნახევარფინალური მატჩის მთავარი მსაჯი გოგა კიკაჩეიშვილი იქნება, ხოლო მისი პირველი ასისტენტი დავით გაბისონიაა. ქართველ არბიტრებთან ერთად, მატჩზე ლიეტუველი მსაჯები იმუშავებენ. შეხვედრა 28 ივნისს, სენეცში გაიმართება და თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ გოგა კიკაჩეიშვილმა და დავით გაბისონიამ 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, სლოვაკეთი – იტალიის და ინგლისი – ისრაელის ნაკრებების მატჩებზე იმუშავეს.
მთავარი ნიუსი ქართველი მსაჯები ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალში