ფლამარიონის დუბლი, „საბურთალომ“ „სამგურალი“ გატეხა

0
35

ბათუმის „დინამომ“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-3 წრე გამარჯვებით დაიწყო. გია გეგუჩაძის გაწვრთნილი გუნდი თავის მოედანზე ბოლნისის „სიონს“ დაუპირისპირდა და უგოლო პირველი ტაიმის მიუხედავად, მეტოქეს 3 უპასუხო გოლი გაუტანა.
53-ე წუთზე გიორგი გადრანი თავისი საჯარიმოდან შეტევის დაწყება სცადა, მაგრამ ბურთი ზურიკო დავითაშვილმა ჩაჭრა, რომელიც ერთა მეტოქეს გაექცა და საჯარიმოს გარედან ზუსტი დარტყმით მაპინძლები დააწინაურა – 1:0.
83-ე წუთზე ბათუმელთა კონტრშეტევი დროს გაფრინდაშვილი დარტყმის შემდეგ ლევან ისიანმა ბურთი კი მოიგერია, მაგრამ იქვე მყოფმა ბრაზილიელმა ჯოვინო ფლამარიონმა ანგარიში უპრობლემოდ გაზარდა – 2:0.
85-ე წუთზე გაფრინდაშვილი-ფანცულაია-ფლამარიონის საუცხოო სამსვლიანი კომბინაცია ბრაზილიელმა დაასრულა – 3:0. ფლამარიონი 13 გოლით კრისტალბეთ ეროვნული გუნდის ბომბარდირებში ლიდერობს.
საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ბათუმელები 44 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილს ლიდერობენ, ხოლო უჩა სოსიაშვილის ხელმძღვანელობით „სიონს“ 20 ქულა აქვს და მერვეა.
აქვე გეტყვით, რომ ბათუმელები ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც კარიერას „ნაპოლიშის“ განაგრძობს 29 ივნისს გააცილებენ.
თბილისის „საბურთალომ“ ლაშა ნოზაძის ხელმძღვანელობით ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო. თბილისელებმა „სამგურალი“ გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე მიიღეს და ორბურთიანი სხვაობით აჯობეს. მთელი მატჩის განმავლობაში ძლიერად წვიმდა და ზოგჯერ ბურთი წყლის გუბეებში ჩერდებოდა.
მე-3 წუთზე გიორგი გოჩოლეიშვილმ შეტევა მარჯვენა ფლანგიდან წამოიწყო, საჯარიმოში შესული ცრუ მოძრაობით ნიკა კალანდარიშვილა გაცდა და მარცხენა ფეხით სტუმართა კარის შორეულ კუთხეში ეფექტური დარტყმით ანგარიში გახსნა – 1:0.
25-ე წუთზე, დემურ ჩიხლაძემ მარჯვენა ფლანგიდან კუთხური ჩააწოდა და ხორვატმა ბენედიკ მიოჩმა საჯარიმოდან ვერ მოიგერია ბურთი, ხოლო ჯეფერსონ ჯერალდომ ძლიერი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა – 1:1.
85-ე წუთზე, მარჯვენა ფრთიდან მეტოქის საჯარიმოში გიორგი გულიაშვილმა ჩააწოდა და ირაკლი სიხარულიძემ ბურთს ფეხი ხეირიანად ვერ მოარტყა, მაგრამ პასი მიოჩის მისამართით გამოუვიდა, რომელმაც ზედიზედ მეორე თამაშში გაიტანა – 2:1.
89-ე წუთზე, ლევან ნონიკაშვილმა დაიწყო თავისი გუნდის შეტევა და წყალტუბოელთა საჯარიმოში ბურთი გიორგი ლაცაბიძეს გადააწოდა, რომელმაც იდეალური პასით კარის წინ უმეთვალყურეოდ დარჩენილი სიხარულიძე მოძებნა, რომელმაც თავით გაიტანა – 3:1.
„საბურთალო“ 29 ქულით მე-6 ადგილზეა, ხოლო გიორგი მიქაძის გაწვრთნილ „სამგურალს“ მიჯრით 2 მატჩის წაგების მერე 33 ქულა აქვს და მე-4 პოზიციაზეა.