ჭიაბრიშვილმა თავისი პირველი „კლასიკო“ მოიგო – „დინამომ“ „ტორპედოს“ 5 გაუტანა

0
30

გიორგი ჭიაბრიშვილმა თავის სამწვრთნელო კარიერაში პირველი ქართული „კლასიკო“ მოიგო. თბილისის „დინამომ“ ქუთაისის „ტორპედო“ ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ მიიღო და 5:1 აჯობა. ჭიაბრიშვილის დანიშვნის მერე, თბილისელებმა 5 გოლი ზედიზედ ორ შეხვედრაში გაიტანეს.
შეხვედრის მე-4 წუთზე ნიკა მალმა იდეალური პასით სტანისკავ ბილენკი „ტორპედოს“ მეკარესთან პირისპირ დატოვა და უკრაინელმა ფორვარდმა ანგარიში გახსნა – 1:0.
46-ე წუთზე, მალიმ მარჯვენა ფლანგიდან ქუთაისელთა საჯარიმოში ბილენკი მოძებნა, რომელმაც ნახტომში თავით როინ კვასხვაძის კარი აიღო – 2:0.
57-ე წუთზე, დინამოელთ შეტევის დროს ოსეი ბარნსი ერთი შეხებით დარტყმას ცდილობდა, რაც ვერ მოახერა, მაგრამ ბურთი ქუთაისელთა საჯარიმოში თორნიკე კირკიტაძეს მიუვიდა, რომელმაც შანსი ხელიდან არ გაუშვა – 3:0.
65-ე წუთზე, ქუთაისელთა გადაცემის შემდეგ ბურთი ლევან ოსიყმაშვილმა ჩაჭრა და პასი უსმანე კამარას გაუკეთა, რომელმაც გვერდი კარიდან გამოსულ კვასხვაძეს აუარა, რის შემდეგ ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა – 4:0.
77-ე წუთზე, გიორგი ჩხეტიანი მარჯვენა ფლანგზე ერთ მეტოქეს გაექცა და პასი დავით სხირტლაძე გაუკეთა, რომელმაც საჯარიმოს ხაზიდან დაარტყა და ბურთი სანდოხაძის ფეხიდან კარში აღმოჩნდა – 5:0. მან ტრავმის მოშუშების მერე თავი ზედიზედ მეორე შეხვედრაში გამოიჩინა.
89-ე წუთზე, ლევან მჭედლიძე თბილისელთა საჯარიმოში ალექსანდრე კალანდაძეს გვერდი აუარა და პრიეტოს ახლო კუთხეში გაუტანა – ესპანელმა მეკარემ აშკარად შეცდომა დაუშვა.
„დინამო“ 38 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეორეა.