„ლოკომოტივმა“ „საბურთალოს“ ყოფილი მეკარე დაიმატა

0
19

ოთო გოშაძე კარიერას თბილისის „ლოკომოტივში“ განაგრძობს. კლუბსა და 25 წლის მეკარეს შორის წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გაფორმდა. გოშაძემ მიმდინარე სეზონი „საბურთალოში“ დაიწყო, სადაც 10 მატჩი ჩაატარა.
ის „საბურთალოს“ აღზრდილია და პირველად თბილისურ კლუბში 2013-2017 წლებში ირიცხებოდა. შემდეგ, გოშაძე თბილისის „დინამოში“, ბათუმის „დინამოში“, ბოლნისის „სიონში“ და „თელავში“ გამოდიოდა, ხოლო მშობლიურ გუნდს შარშან დაუბრუნდა და 31 მატჩი ჩაატარა.
შეგახსენებთ, რომ „ლოკომოტივის“ ახალი მთავარი მწვრთნელი ნიდერლანდელი ჯონ ვან ლუნია.