იმრან ულად-ომარი თბილისის “დინამოს” ფეხბურთელია. ის კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კონტრაქტი 2023 წლის ბოლომდე გააფორმა. წარმოშობით მაროკოელი, მაგრამ ნიდერლანდები მოქალაქე ფეხბურთელის ბოლო კლუბი რუსეთის პირველი დივიზიონის ვოლგოგრადის “როტორი” გახლდათ, სადაც ათი მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.
სხვადასხვა დროს იმრანს ნიდერლანდურ, სლოვაკურ და რუმინულ კლუბებში უასპარეზია. იგი 2020-22 წლებში თბილისის “ლოკომოტივის” ღირსებას იცავდა. ამ კლუბის მაისურით შემტევმა ნახევარმცველმა 50 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 13 გოლი და შეასრულა 9 საგოლე გადაცემა. იმრან ულად-ომარმა თბილისის “ლოკომოტივთან” ერთად უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში იასპარეზა.

24 წლის ნახევარმცველმა პირველი ვარჯიში ინდივიდუალური პროგრამით ჩაატარა, მომდევნო დღეებში კი, ძირითად ჯგუფს შეუერთდება.