ინწკირველმა „ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა

0
58

თბილისის „ლოკომოტივი“ მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა. კლუბის პრესსამსახურიწ ინფორმაციით, ალექსანდრე ინწკირველთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყდა.
40 წლის სპეციალისტმა „ლოკომოტივი“ 14 აპრილს ჩაიბარა და ლაშა ჭაღიაშვილი შეცვალა. თბილისელებმა მიმდინარე სეზონში ერთადერთი თამაში სწორედ მისი ხელმძღვანელობით მოიგეს – 2:1 „საბურთალოსთან“. მანამდე, ის „ლოკომოტივი 2“-ში მუშაობდა.