გოშთელიანი ისევ “საბურთალოსთვის” შეუტევს

0
63

გურამ გოშთელიანი “საბურთალოში” დაბრუნდაა. მხარეებს შორის შეთანხმება უკვე შედგა და ფეხბურთელი რამდენიმე დღეა დედაქალაქურ კლუბში ვარჯიშობს. მან მიმდინარე სეზონი “თელავში” დაიწყო, რომლის მაისურით კრისტალბეთ ეროვნული ლიგაში ჩატარებულ 17 მატჩში 2 გოლი გაიტანა. 25 წლის ფეხბურთელი “თელავამდე” ბოლო 2 სეზონი ბულგარეთის “პირინში” გამოდიოდა.
ის „საბურთალოს“ აღზრდილია, სადაც 2013-2019 წლებში და 2020 წელს თამაშობდა, ხოლო თავის ანგარიშზე 39 გოლი ჩაიწერა. მან თბილისელებთან ერთად კრისტალბეთ ეროვნული ლიგა (2018) და საქართველოს სუპერთასი (2020) მოიგო.