მეორე წრის საუკეთესო ფეხბურთელი კვარაცხელიაა, მწვრთნელი – მიქაძე

0
78

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე წრის საუკეთესი ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელეს. ამის შესახებ erovnuliliga.ge იუწყება. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა ბათუმელთა შემადგენლობაში მეორე წრეში 7 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. კვარაცხელიამ, რომელიც პირველი ივლისიდან „ნაპოლის“ ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება, სულ ბათუმელთა შემადგელობაში 11-ჯერ იასპარეზა და მეტოქეთა კარი 8-ჯერ აიღო.
მეორე წრის საუკეთესო მწვრთნელად წყალტუბოს „სამგურალის“ თავკაცი გიორგი მიქაძე დაასახელეს. 42 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით გუნდმა 9 მატჩიდან 7 მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და ერთი წააგო. „სამგურალი“ 33 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მესამეა.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე წრის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება: