საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ფიფა/კოკა-კოლას ახალ რეიტინგში 82-ე ადგილზეა. ფრანგი ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი მაისის თვესთან შედარებით 3 პოზიციით დაწინაურდა.
ერთა ლიგის C ლიგის მე-4 ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეებს რაც შეეხება, რეიტინგში ჩრდილოეთ მაკედონია 64-ეა, ბულგარეთი – 74-ე, გიბრალტარი კი – 201-ე.
შეგახსენებთ, რომ საქართველო 4 მატჩში აღებული 10 ქულით ჯგუფის ლიდერია, მაკედონია 7 ქულით მეორეა, ბულგარეთი 3 ქულით მესამე, ხოლო გიბრალტარი 1 ქულით ბოლოა.
რეიტინგილ ლიდერი ბრაზილიაა, მეორე ადგილზე ბელგიაა, ხოლო მესამეზე – არგენტინა.




