ზივზივაძე შესაძლოა „კარლსრუეში“ გადავიდეს

0
18

ბუდუ ზივზივაძემ შესაძლოა კარიერა გერმანიის მეორე ბუნდესლიგის კლუბ „კარლსრუეში“ განაგრძობს. ფეხბურთელის თქმით, უნგრეთის „ფეჰერვარსა“ და „კარლსრუეს“ შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს. თუ მხარეები სატრანსფერო თანხაზე შეთანხმდნენ, მაშინ თავად ფეხბურთელიც მზადაა ნახსენებ კლუბს მიაშუროს.
მან აღნიშნა, რომ „კარლსრუეს“ მხრიდან დაინტერესება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმაც დაუდასტურა, რომელსაც გერმანულ გუნდში არაერთი სეზონი ჩაუტარებია.
ზივზივაძეს „ფეჰერვართან“ კონტრაქტი კიდევ ერთი წელი აკავშირებს და კლუბი საქართველოს ნაკრების ფორვარდს თანამშრომლობის გახანგრძლივებას კიდევ ერთი წელიწადი სთავაზობს.