ხვიჩა კვარაცხელია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ბათუმის „დინამოს“ შემადგენლობაში აღარ ითამაშებს და გუნდს არც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაეხმარება.
sport-express.ru-ს ინფორმაციით, „ნაპოლიმ“ ბათუმის „დინამოში“ წერილი გააგზავნა და საქართველოს ნაკრების გარემარბს ქართულ კლუბში თამაში აუკრძალა. კვარაცხელიამ ნეაპოლში უახლოეს ხანში გაფრინდება და იტალიური გუნდის შემადგენლობაში ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგება.





