„ბორუსია“ ალერს სარეკორდო თანხად ყიდულობს

0
18

დორტმუნდის „ბორუსია“ ამსტერდამის „აიაქსიდან“ თავდამსხმელ სებასტიან ალერს ყიდულობს. მხარეები უკვე შეთანხმდნენ და 28 წლის ფეხბურთელი კონტრაქტს უახლოეს პერიოდში გააფორმებს.
იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, გერმანული კლუბი მზადაა კოტ დივუარელ თავდამსხმელში 35 მილიონი ევრო გადაიხადოს, რაც დორტმუნდელთა არსებობის ისტორიაში სარეკორდო სატრანსფერო თანხაა.
ალერი „აიაქსში“ 2020 წლიდან გამოდის და ყველა ტურნირში ჩატარებულ 66 მატჩში 47 გოლი გაიტანა.