ქართველი მსაჯები ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე

0
79

სლოვაკეთში მიმდინარე ფეხბურთელთა 19 წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ქართველი მსაჯები იმუშავებენ.
უეფას გადაწყვეტილებით, სლოვაკეთისა და იტალიის 19-წლამდელათა ნაკრებების მატჩის მთავარი მსაჯი გოგა კიკაჩეიშვილი იქნება, ხოლო მისი პირველი ასისტენტი დავით გაბისონიაა. ქართველ არბიტრებთან ერთად, მატჩზე ლიეტუველი მსაჯები იმუშავებენ. შეხვედრა 21 ივნისს, ტრნავაში გაიმართება და თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება.
ამას გარდა, 2 ივნისს, ქართველმა მსაჯებმა უეფას ერთა ლიგის მატჩზე იმუშავეს. ლიხტენშტეინი – მოლდოვას მატჩის მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იყო და მას ასისტენტობა ლევან ვარამიშვილმა და ზაზა ფიფიამ გაუწიეს. მეოთხე მსაჯი კი, დავით ხარიტონაშვილი გახლდათ.