გოშთელიანს ახალი გუნდის მოძებნა მოუწევს

0
47

გურამ გოშთელიანმა და „თელავმა“ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს, რის შესახებ კახური კლუბის პრესსამსახური იუწყება.
25 წლის თავდამსხმელი თელაველებს მიმდინარე სეზონის წინ შეუერთდა და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 17 მატჩში 2 გოლი გაიტანა.
ის „თელავში“ გადასვლამდე ბულგარეთის „პირინში“ გამოდიოდა. გოშთელიანი „საბურთალოს“ აღზრდილია, სადაც 2013-2019 წლებში და 2020 წელს თამაშობდა. მან 2019 წლის სეზონის მეორე ნახევარი გორის „დილაში“ გაატარა.