ესპანეთმა შემადგენლობა დაასახელა

0
59

ესპანეთის საკალათბურთო ნაკრები ორშაბათს შეიკრიბება და მსოფლიო პირველობის შესარჩევი მატჩებისთვის მმზადებას დაიწყებს. 1-ელ ივლისს, „ფურია როხა“ სარაგოსაში მაკედონიას მიიღებს. 4 ივლისს, სკარიოლოს გუნდი თბილისში საქართველოს ნაკრებს სპორტის ახალ სასახლეში დაუპირისპირდება, ხოლო 7-ში – უკრაინას რიგაში შეხვდება.
პირენელთა იტალიელმა მწვრთნელმა სერჯო სკარიოლომ ამ შეხვედრებისთვის შემდეგ კალათბურთელებს უხმო: ჯონატან ბარეირო, დარიო ბრისუელა, ალბერტო დიაზი, ხაიმე ფერნანდესი (“უნიკახა”), ფერან ბასასი, ხოელ პარა (“ხუვენტუტი”), კინო კოლომი (აეკ, საბერძნეთი), დანი დიეზი (“ბურგოსი”), ფრან გერა (“ტენერიფე”), ხაბი ლოპეს-აროსტეგი, ხაიმე პრადილია (“ვალენსია”), მიკელ სალვო (“გრან კანარია”), სებას საისი (“ტოკიო”, იაპონია), იანკუბა სიმა (“მანრესა”) და სანტი იუსტა (“სარაგოსა”).